სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთნენ.
ადგილზე გვიან ღამით ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა. შექმნილია საგანგებო შტაბი.
ამ დროისთვის ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
კომენტარები