თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემისკენ მოუწოდებს.
“მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს – მე ვამბობდი, რომ თქვენ გიულენის დეპორტირება მოგეხდინათ, მაგრამ არ მომისმინეთ. ამ გადატრიალების შემდეგ ისევ გეუბნებით: გადმოეცით ის თურქეთს. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაშინ ჩვენი თხოვნა უნდა შეასრულოთ”,- განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თხოვნაზე, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები