აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორმა კერძო პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილია ორივე მათგანი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
”ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არავითარი კავშირი არა აქვს. დაპირისპირება ორ კერძო პირს შორის მოხდა“, – განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
კომენტარები