გლდანის ქერჩის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ”მერსედესის” ფირმის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კომენტარები