დღეს მომხდარ ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არანაირი კავშირი არ აქვს,– ამის შესახებ ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა განუცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის მხოლოდ მათ ტერიტორიაზე მოხდა.
„ინციდენტს არანაირი კავშირი არ აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. ორ მოქალაქეს შორის მოხდა ცეცხლსასროლი იარაღებით დაპირისპირება ჩვენს ეზოში“,-განაცხადა შამუგიამ.
დაახლოებით ერთი საათის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა.
„კვირას“ ინფორმაციით, დაპირისპირება მოვალესა და კრედიტორს შორის მოხდა. თავდაპირველად ცეცხლი ავთანდილ ანთაძემ გახსნა.
„კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.