2008 წლის აგვისტოს ომიდან 6 თვის შემდეგ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და “ნაციონალური მოძრაობის” ახლანდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემასთან განაცხადა: “მე ძალიან მიყვარს რუსეთი, თანაბრად ვთვლი თავს რუსად. არ მომწონს, როდესაც ამბობენ რუსეთი, რადგან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს სამარცხვინო ომთან”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რას აკეთებდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს არასდროს დაუმალავს, მეტიც ის წარსულით ამაყობს და ბედნიერია რომ სწავლობდა იმ ინსტიტუტში რომელსაც ხშირად კაგებეს ფილიალადაც კი მოიხსენიებდნენ.
გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტი 2009 წელს დათმო, მას შემდეგ, რაც დუმაში ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერსდა, თუ რატომ ჰქონდა საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრს რუსული პასპორტი. პასპორტი და მოქალაქეობა კიდევ ერთხელ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ შეახსენეს. ამჯერად კითხვები მის უფროსს შვილს უკავშირდება.
ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია ტყუილებზეა აგებული. ის ცდილობს დამალოს, რომ რუსეთთან კავშირები დღემდე აქვს. სავარუდოდ ამის გამო ოფიციალურ ბიოგრაფიაში არაფერი წერია უფროს შვილზე რომელიც დღესაც მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, ვაშაძე მისი შვილის მოქალაქეობას მალავს.
“რატომ მალავ, რატომ ედავები სხვას იმას, რასაც შენ მალავ და იტყუები. მრავალს სტანდარტიანობასთან გვაქვს საქმე. თან გვატყუებ. ის დოკუმენტები რომელიც ინტერნეტშია, წამებში იძებნება, თუ ვინ არის ნოდარ ვაშაძე, ჩანს რომ ის არის რუსეთში არის კომპანიების აქციონერი და მოქალაქეობასც უწერია. თუნდაც შკლიაროვი ავიღოთ. ნიღბავენ რომ წარმატებული ბელორუსული წარმოშობისააო, ახლა დაირქვა, რომ ამერიკანისტი იყო ხო?”, – კითხულობს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართავენ. 7 კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტიწარმოადგენს.