თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვლის მიერ მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმეზე მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მიიღო.
თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის იმალებოდა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.