ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.
აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შაუმდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები