შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული ხე-ტყის რეალიზაციისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები