სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვი ექიმებმა დაათვალიერეს და მასზე ზეწოლის ნიშნები არ აღმოჩნდა. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, მამაკაცმა დაკავების დროს გაქცევა სცადა და ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კომენტარები