დღეს, რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიურ პარკში გამართულ ღონისძიებას სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
რიოს ოლიმპიადაზე წელს სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა მიემგზავრება. 39 სპორტსმენი, აქედან 9 ქალი. ქართველი სპორტსმენები სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. დელეგაცია რიოში 26 ივლისს გაემგზავრება
როგორც სპორტსმენტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ყველა სპორტსმენი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
“მომზადებულები ვართ ძალიან კარგად, ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. შემიძლია გითხრათ, რომ ველოდებით ოქრის მედალს, ყველა აუცილებლად ვიბრძოლებთ ოქროსთვის”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.
კომენტარები