უკვე დასრულებულ გამოცდებს ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილე აფასებს. ივა მინდაძე ჩატარებულ კონკურსს წარმატებულად მიიჩნევს.
კონკურსი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად წელს 4 ივლისს დაიწყო და 22-ში დასრულდა. გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება.
„დასწრება აბიტურიენტების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო. 97%-მდე ესწრებოდა თითოეულ გამოცდას. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ან ხარვეზი არ იყო,“- განაცხადა ივა მინდაძემ.
კომენტარები