აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპაქტური განსახლების ადგილებში არსებულ საჭიროებებზე.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე ესწრებოდნენ.
კომენტარები
