აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი 50-პროცენტიან სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანს სამხედრო შეიარაღებით მოამარაგებენ.
„ქვეყანას, რომელიც სამხედრო შეიარაღებით მოამარაგებს ირანს, დაუყოვნებლივ ტარიფები დაუწესდება. ყველა საქონელზე, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიყიდება, დაუყოვნებლივ 50-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება. არავითარი გამონაკლისი და შეღავათი არ იქნება“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები
