პოლონეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერაყელი დააკავეს. ეჭვმიტანილი უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ 21 ივლისს ქალაქ ლოძში დააპატიმრა. თუმცა აღნიშნული ინფრმაცია პოლონეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა გაასაჯაროვა.
ერაყის მოქალაქე ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს. გამოძიების ცნობით, მას თან ჰქონდა ჩანაწერები, რაც ადასტურებს, რომ ის ტეროროსტულ თავდასხმას გეგმევდა. სასმართლომ ეჭვმიტანილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ტერორიზმში ბრალდებულის დაკავება წინ უძღოდა პოლონეთში რომის პაპის ვიზიტს. ფრანცისკეს კრაკოვში 27 ივლისს ელოდებიან.
კომენტარები