ის იყო ყველას პატრიარქი, უნიკალური ადამიანი. მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საოცარი სანახავი იყო პატრიარქის ნათლულების მსვლელობა, რომელიც დღეს გაიმართა.
„საოცრება იყო, რომ ვუყურე მის მონათლულ ბავშვებს. ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი. სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, მას ჰქონდა პატივი, რომ ყოფილიყო პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში ამიტომ მასთან შეხვედრა ხშირად უწევდა.
„ის იყო ფანტასტიკური ადამიანი. სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ჩემი გრძნობები. რაც მან გააკეთა საქართველოში და რა სიმაღლეზეც აიყვანა, ვხედავთ ხომ?!“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქი იყო დიდი გულშემატკივარი ქართველი სპორტსმენების.
