ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი, გააძლიეროს პარტია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი და პოტენციალი, რომ გააძლიეროს პარტია, განავითაროს პარტიული სტრუქტურები პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, გუნდთან ერთად. სწორედ ამაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა. ჩვენთვის ეს არის ძალინ ღირებული და ჩვენი გუნდი ბევრ სასიკეთო პროექტს შესძენს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ვინმეს დასუსტება, ვინმეს გვერდით გაწევა, ეს არის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და რამდენიმე ტელევიზია ქმნიან, თუმცა ეს არის აბსურდი და არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები
