დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს, დამატებით, 350 000 ადამიანი უნდა აიცრას.
მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა.
„წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, პირველი იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან, დაახლოებით, 60%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. დამატებითი აცრები განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმიურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს.
შარშან და წელს გარდაცვალების 3 შემთხვევა გვაქვს, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე – წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად დამატებით 350 000 ადამიანი უნდა აიცრას
06.03.2019 12:51:15
ნანახია: 590 ჯერ
