4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
„ვაღიარებ ბრალად შერაცხულ ქმედებას. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს. იმაზეც თანახმა ვარ პირობითი მომისაჯონ 1 წელი და 2 თვე“, – განაცხადა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.
ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
