რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეურასია დეილი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.
„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდატურეს, რომ საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს.
„საქართველოს კანონის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საზღვრის მიერ უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე“, – განუცხადეს „კვირას“ შსს-ში.
კომენტარები