თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა. აღნიშნულის გამო, ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ჩამოშლილია ხუთი კუბური მეტრი მიწა. მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილას იმყოფება მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებას შეისწავლიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები