2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისამდე გაგრძელდება, 13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისამდე იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სამინისტროს განმარტებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული.