ახლობლების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა. ამის შესახებ დემეტრე ნაყოფიას მეგობრები და ახლობლები „ფეისბუქის“ გვერდზე წერენ.
მათივე თქმით, მას თვალის ბუდეზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
„საბოლოო დასკვნა დემეტრეზე – კლინიკიდან ვწერ. თვალი შეუნარჩუნდა და ბუდეში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. მალე ინტენსიურში გადაიყვანენ. ინფექციის კერები ამოწმენდილია და იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. მადლობა ამ პროფესიონალების ჯგუფს, სამ ქირურგს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს. იწყება ფიქრი და ზრუნვა, როგორ დაუბრუნონ თვალში მხედველობა“, – წერს ლაშა გურგენიძე.
კომენტარები