“საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში,”- ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.
სურგულაძემ სიცილიის ქალა ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალაკონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.
“რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა სურგულაძემ.
კომენტარები