ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა ზურაბ დათუნაშვილმა Crystalsport-ის გადაცემა factor LIVE-ში ლგბტქ თემის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს უფლება აკეთოს ის, რაც უნდათ.
კითხვაზე – LGBT თემის სამკლაურს თუ გაიკეთებდა – სპორტსმენი ასე პასუხობს: „არ ვიცი, არ შემოუთავაზებიათ, კი გავიკეთებდი.“
ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ამის გამო საზოგადოების გაკიცხვის არ შეეშინდებოდა.
„საზოგადოება ადამიანს ბევრ რამეში უშლის ხელს, რომ რაღაცები გამოხატოს. რასაც ფიქრობ, ის უნდა გააკეთო, ჩემი აზრით ასეა. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. თუ ვიცი, რომ საზოგადოების აზრი არასწორია, არ გავითვალისწინებ, – ამბობს სპორტსმენი.
კომენტარები