„ნიკა მელიამ, აღსრულების ბიუროს უფროსად ყოფნის პერიოდში, ჩემი ოჯახის კუთვნილი ბინა “ოცნებაზე შემოწირულობის” გამო, სახელმწიფოს სახელით წაგვართვა და გამოსახლების მიზნით ორი კვირის მანძილზე მისი აღმასრულებლები კარებთან გვყარაულობდნენ“, – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან კუსიანი და სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართავს.
„ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა მაშინდელი თქვენი ერთი ცრემლის კურცხალი გამახსენეთ, ნაბო***ებო! მელიამ, აღსრულების ბიუროს უფროსად ყოფნის პერიოდში, ჩემი ოჯახის კუთვნილი ბინა “ოცნებაზე” შემოწირულობის გამო, სახელმწიფოს სახელით წაგვართვა და გამოსახლების მიზნით ორი კვირის მანძილზე მისი აღმასრულებლები კარებთან გვყარაულობდნენ. იმაზე, თუ რა გადავიტანეთ ოჯახმა, არავინ შეგვიწუხებია არც მაშინ და არც მას შემდეგ. თავად მელიას კი 2013 წელს დავურეკე და ტვირთით რომ არ ევლო, ვაპატიე. ორსახა მამაძაღლებო, რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია. “ოცნებას” უწევს “ნაცებთან” ადრე შეთანხმებული წითელი ხაზების დარღვევა, რაც ძალიან არ გესიამოვნებათ პორტირებულებთან ერთად“, – წერს რომან კუსიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მე-6 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“ პარტიული სიით მოხვდა.
ამჟამად, რომან კუსიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ მუშაობს.
ცნობისათვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრ ნიკანორ მელიას, რომელსაც გუშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით დეპუტატის იმუნიტეტი მოეხსნა, 2008-2009წწ. აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
რომან კუსიანი – ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა მაშინდელი თქვენი ერთი ცრემლის კურცხალი გამახსენეთ, ნაბო***ებო!
2019/06/27 14:49:52

კომენტარები
ნანახია: 746 ჯერ