„არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებაში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა სახის აღჭურვილობას აქვს თავისი პროტოკოლი, თუმცა დარღვევის შემთხვევაში იწვევს შესაბამის შედეგებს.
„ყველა სახის სპეციალურ აღჭურვილობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს. ასევე, ეს უნდა გახდეს გამოძიების შედეგი. რაც შეეხება იმ კომპონენტს, რომ რა საჭირო იყო ამ კომპონენტის გამოყენება, ეს არის მთლიანად ღონისძიების თემა. ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობდა, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, რაც შემდგომ განხორციელდა კიდეც. პრობლემა კიდევ იყო ის რომ, იქ იდგა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, დასაწყისში იყო ყველაფერი მშვიდობიანად. შემდგომ მოხდა ჯგუფურად შეთანხმებით პოლიციაზე თავდასხმა პარლამენტის შენობის შტურმის მისვლით“, – განაცხადა შს მინისტრმა.
“ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, სანამ არ განხორციელდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის პირდაპირი მოწოდებები”
2019/06/27 21:59:26

ნანახია: 491 ჯერ