საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის გუშინდელ განცხადებას და ქმედებას იწონებს, როდესაც მან შს მინისტრს პირდაპირ ეთერში გადადგომისკენ მოუწოდა, ჯალათი უწოდა და პროტესტის ნიშნად ტელეწამყვანებისა და მინისტრის შეხვედრა დატოვა.
„მე ვამაყობ იმით, რომ თამარ ბაღაშვილის თანამემამულე და თანამედროვე ვარ! ყველაზე ცოფიანი ძაღლის ფონზეც კი დაჭრილი და დაკბენილი, ინარჩუნებს სიმშვიდეს და კეთილშობილებას“, – დაწერა სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
კომენტარები