ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია სოციალურ ქსელში რასისტულ განცხადებას ავრცელებს და თვლის, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უფლება არ უნდა ქონდეთ პარტია შექმნან და პარლამენტში შევიდნენ.
აი რას წერს ნიკა გვარამია:
“ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა. მაგალითად, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დიდი რისკია აზერბაიჯანული და სომხური პარტიების გაჩენის, რომლებიც ბუნებრივ ბარიერს ცხადია დაძლევენ.
სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება კატასტროფიული შედეგის მომტანი იყოს.
ცხადია, პროპორციული სისტემა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩააგდოს ოპოზიციამ, რაც არ უნდა შემოაცუროს ბიძინამ. მაინც ოპოზიცია მოიგებს და მერე შეცვლის ამ ნულოვან ბარიერს. თუმცა, ამ ეტაპზეც უნდა გავაჟღეროთ ყველა საშიშროება.” – წერს გვარამია