20 ივნისის აქციაზე დაზარალებული დემეტრე ნაყოფიას მიმართ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები გაჩნდა, რაც მის მიერ გუშინ გაკეთებულ სატელევიზიო ინტერვიუს უკავშირდება. “ლამაზი ბიჭი დემეტრეს” თვალი უცებ გადაიქცა “სუსის აგენტ” “მოსყიდულ” დემეტრეს თვალად.” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო გოშხეთელიანი.
,,აი რა ხდება სექტანტებში. დღემდე ამ ბიჭის ამოთხრილი თვალის შესახებ ვიდეოს დააფრიალებდნენ და რადგან ნაციონალი არ აღმოჩნდა და სიმართლე თქვა, არამარტო ამ ერთი თვალის, მეორე თვალის ამოთხრას და ამოჩიჩქვნასაც უსურვებენ ისინი, ვინც ვითომ ძალადობას გმობს და ამიტომ ითხოვს გახარიას გადადგომას. “ლამაზი ბიჭი დემეტრეს” თვალი უცებ გადაიქცა “სუსის აგენტ” “მოსყიდულ” დემეტრეს თვალად.” – წერს ნინო გოშხეთელიანი
კომენტარები