პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
როგორც გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას უცხო პირები შეტყობინებებს უგზავნიან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
კომენტარები