რუსეთში პოპულარული ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ითხოვს, ნუ გაკიხცხავენ ნინო ქათამაძეს, რომელმაც რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამავდროულად თბილისში მომიტინგეებს შეუერთდა.
„ნინო ქათამაძეს თავისი გადაწყვეტილებები აქვს. მე ასე არ მოვიქცეოდი. თუმცა, მე მას არ ვკიცხავ და თქვენც მოგიწოდებთ, ასე მოიქცეთ, რადგან ის ძალიან ნიჭიერია. იქნებ, დროთა განმავლობაში ნინო ისევ ჩამოვიდეს რუსეთში გასტროლებზე“, – აცხადებს პავლიაშვილი.
კომენტარები