ნაძალადევის რაიონში, კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია-მოწყობა გრძელდება. მიმდინარე წლის განმავლობაში 11 დაზიანებული ლიფტი ახლით შეიცვალა, წლის ბოლომდე რეაბილიტაცია კიდევ 19 ლიფტს ჩაუტარდება.
ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში, N21 კორპუსში განხორციელდა, სადაც ახალი ლიფტი მოეწყო – გამოიცვალა, როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, ამწე მექანიზმი.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„რაიონში არაერთი კორპუსის ლიფტია ცუდ მდგომარეობაში. საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა მისამართზე ერთდროულად ვერ დავამონტაჟებთ ახალ ლიფტებს, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებთ და უკვე ბევრ საცხოვრებელ შენობაში ამორტიზებული ლიფტები ახლით შევცვალეთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 30 729 ლარი გამოყო.
