მოქალაქე მია ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ არასათანადო ადგილზე ითხოვა გაჩერება. გოგონა ავრცელებს სამარშრუტო ტაქსის ფოტოს და ამბობს, რომ ინციდენტი 128 ნომერ მიკროავტობუსის მძღოლთან შეემთხვა.
“გამარჯობა, ორი დღის წინ დავწერე , რომ დავწერდი ამ პოსტს. 2 ივლისს ჭავჭავაძიდან გამოვყევი 128 ნომერ მიკროავტობუსს. დიდუბეში უნდა ჩავსულიყავი ამანათის ასაღებად.სამთო ქიმიასთან რომ წრეა, მანდ გააჩერა შუაში 3 მგზავრი ამოვიდა ეს გვიან გავიაზრე , სადაც გააჩერა ანუ.
შემდეგ მირზაანთან ვთხოვე გაეჩერებინა, მაგრამ ვერ გაიგო მივხვდი, ავდექი და კიდევ გავუმეორე რომ გაეჩერებინა, მერე მიაჭირა გაზს და იტალიურ სკოლასთან გააჩერა, სანამ გააჩერებდა მე მოვსრიალდი და კარებს მივასკდი რას აკეთებ თქო და გაბრაზებულმა კარები მივუჯახუნე, ზებრაზე ვიდექი როცა კარის ხმა გავიგე, ჩამოვიდა ბეჭებში ჩამარტყა, დიახ ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ ეგრე წამავლო ხელი, აეთრიე შე გაუზრდელოო, თან იფურთხებოდა, წინ მედგა 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში, რაც მოვახერხე ხელი გამიშვი თქო ეგ იყო, შეხედეო სადაა გაჩერება, კაი მაგრამ დიდუბეში სადაც გააჩერა იქ საერთოდ კარის გაღებაც არ შეიძლება, მაგრამ წყნარად ეთქვა, გამოცდიდან მოვდიოდი ძალიან გადაღლილი ვიყავი, გათენებული მქონდა, დედა ჩამომივიდა საზღვარგარეთიდან, ამას პლიუს სიცხეც მქონდა და მოკლედ ვერ შევძელი ამ მძღოლის უმსაგავსობასთან გამკლავება, მაგრამ “კაცები” ფანჯრიდან იყურებოდნენ, გაოგნებული ვიყავი, ხმა არავის ამოუღია, ჩამოვედი მარშუტკიდან და სულ ნაბიჭვარო მიძახა, რის გამო ვერ მივხვდი, რაც შევძელი ეს იყო, რომ მანქანის ნომერს ფოტო გადავუღე, იმდენად ცუდად გავხდი არ ვიცოდი რა მექნა, ძალით ვადგამდი ნაბიჯებს, ძლივს მივედი სახლამდე, ასეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ის მძღოლი არარაობა იყო, ადამიანებზე უფრო მეტკინა გული, არავინ ხმა არ ამოიღო! თქვენს შვილს რომ დაემართება მერე აღარ გადაიჭრათ ვენები. რაც მე იმ დღეს გამოვიარე, ლამის გული წამივიდა, წნევა ისე დამივარდა! ისე მრცხვენოდა, ასეთი რამ რომ შემემთხვა, ეს როგორ მოვყვე თქო! მერიაში დავრეკე და არც კი დაინტერესებულან მანქანის ნომრით. არადა მითხრეს, რომ ჯერ კიდევ მათ დაქვემდებარებაში არიან, მაგრამ არ აინტერესებთ ფსიქიკურად შეშლილი მძღოლი თუ ემსახურება საზოგა.დოებას. ალბათ ხმა რომ ამომეღო წიხლებით მცემდა ის მძღოლი! თუ ერთი და იგივე ადამიანი მართავს ერთ კონკრეტულს ტრანსპორტს იცოდეთ ეს 128 მარშუტკის მძღოლია” – წერს მია ჯოხაძე.