2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებისშედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვაქვეყნის მოქალაქეობაც.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).
მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, 2019 წლის 15 აგვისტომდე უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუკი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობისმოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე.