რუსთავი 2-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისგან უარი მიიღო.
„40% შევთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, თუმცა ხვალაც შეიძლება გაგრძელდეს ამაზე საუბარი, თვითონაც შემომთავაზეს წინადადება, რაც ფიქრს მოითხოვს“, – განუცხადა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არხის დამფუძნებლებს შეხვდა. მოლაპარაკებებს ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალიაც ესწრებოდა.
კომენტარები