თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს მოუწოდა, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით.
„ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც, ასევე, უფასოა. მინდა, მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები