ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ანაკლიის პორტი „კაზანტიპის რესპუბლიკა“ არ არის!
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას განვიხილავ არა იმ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებისა და ლათაიების ფონზე, რასაც ეს ე.წ. ოპოზიცია და ამ ეტაპზე მათს პოლიტიკურ ნიშას შეფარებისა და „წამებულის“ მანტიის მოგების მსურველი ხაზარაძე და ჯაფარიძე წარმოგვიდგენენ, არამედ მშრალი ადამიანური და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივ ჭრილში.
დიახ, სწორედაც რომ სახელმწიფოებრივ ჭრილში რადგანაც იმ „პაბლაჟკებმა“ და ამ ე.წ. დიდი ბეზლესმენების მხრიდან პორტის მშენებლობის დაწყების გაწელვამ, პირველ რიგში, დააზარალა სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები.
ნორმალური დასაქმების მოლოდინის იმედით დააკარგვინა დრო და ამ ორი ტიპის უამრავი კრედიტორი, კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო.
დამერწმუნეთ, ხალხს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მათი „ფიუჩერსები“ და ლონდონის ბირჟაზე მათი რეიტინგები. რეიტინგები, რომლებიც ამ ხალხისგან უკანასკნელი სარჩო-საბადებლის ამოწოვით იქმნებოდა.
ანაკლიის პორტი არ არის „კაზანტიპის რესპუბლიკა“, სადაც გაყიდული ხაჭაპურები და ჭყინტი სიმინდი, ადგილობრივი მოსახლეობის ზამთრის მარაგს უზრუნველყოფს.
სახელმწიფოს ნება – აუცილებლად აშენდეს ანაკლიის პორტი და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდეს სწორედაც რომ ინვესტიციების მეშვეობით, არის დემოკრატიისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმული უჭკვიანესი ნაბიჯი (არ ავხსნი, დაფიქრდით და თავად მიხვდებით) და ასეთ დროს სპეკულაციები და ყიყინი, უძალიანესად რბილად რომ ვთქვა, უბრალოდ მიუღებელია.
აქვე გეტყვით ჩემს პირად აზრს მაია ცქიტიშვილზე: ძალიან ჭკვიანი, რეალურად მოაზროვნე, საქმის მცოდნე და სიმპათიური მინისტრია!“ – წერსგაბრიჭიძე.