ჩვენი ამოცანაა, შემოვიტანოთ სამართლიანი თამაშის წესები და ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარ საწყისებზე კონკურენციის შესაძლებლობა მივცეთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს დაბალანსებულიდა სამართლიანი თამაშის წესები.
„მმართველი გუნდისთვის ეს ნიშნავს საკუთარ უპირატესობაზე უარის თქმას. იმ უპირატესობაზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პირობებში გვაქვს. ჩვენ უარს ვამბობთ ამ უპირატესობაზე, რათა კიდევ ერთხელ დავამკვიდროთ სამართლიანი თამაში წესები, არსებობდეს დაბალანსებული საარჩევნო სისტემა და შესაბამისად, თანაბარ პირობებში გავუწით ყველა პარტიამ ერთმანეთს კონკურენცია. პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები და რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ მიღებული ცვლილებებით, არცერთ პარტიას არ ექნება უპირატესობა.
„საინტერესოა დისკუსია, კონკრეტულად რა არგუმენტები აქვთ ოპონენტებს. საუბრობენ, რომ მიესალმებიან პროპორციულ სისტემას, ეუთო-ს რეკომენდაციები არის გათვალისწინებული. თუ ისინი ამ ყველაფერს მიესალმებიან, აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს სამართლიან თამაშის წესებს, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.