ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი, განუცხადა Imedinews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, „დაზუსტებით ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, რა ქმედებები იქნება საპატრიარქოს მხრიდან“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის ეკლესიაში ფილების დაგების ფაქტს თვითნებობად და უკანონობად აფასებს.
კომენტარები