ეკა კვესიტაძემ სამარცხვინო უწოდა იმ ჟურნალისტების საქციელს, ვინც დღევანდელი დღის შემდეგ “რუსთავი2”-ში დარჩება. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის წარმატებებს ვერ უსურვებს არხზე დარჩენილებს და ამბობს, რომ ფინანსური საკითხების მომიზეზება არ არის გასამართლებელი არგუმენტი, რადგან ყველამ მიიღო შეთავაზება ნიკა გვარამიას მთავარ არხზე სამუშაოდ.
კომენტარები