ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიის “იბერიის” შენობაში განთავსებას “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტები ეხმაურებიან.
“წარმატებები ჩემს კოლეგებს მთავარ არხზე, მაგრამ ზაზა ოქუაშვილი ქირის ფულს რომ აიღებს, გადაუხადოს მის ყოფილ თანამშრომლებს დავალიანება. სხვათაშორის სასამართლო მოვიგეთ, ან ნატო ჩხეიძემ რით ვერ გაყიდა ეს ნახატები, მაგით რომ გეგმავდა ხელფასების და კომპენსაციის გადახდას. უი ხო, ნატოს უთქვამს არაფერი მაქვს მისაცემი მაგათთვისო და გაუხაზეთ მაინც შრომის კოდექსში დამსაქმებლის ვალდებულებების ნაწილი”,– წერს თორნიკე ხურციძე.
შენობის ეზოში დღეს “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტები და თანამშრომლები შეიკრიბნენ.
„ზაზა ოქუაშვილი უკომფორტულესი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თავისი თანმიმდევრულობით, ხელშეწყობით საქართველოს დემოკრატიისადმი, არის ჩემთვის აღტაცების ღირსი. მისი როლი ქართულ დემოკრატიაში გადამწყვეტია“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.