ეს ფული იმათ უნდა ამოუღონ ჯიბეებიდან, ვინც ეს ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაყარა უაზრო და, რაც მთავარია, უშედეგო აქციებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეიდან ამოქმედდა ახალი პროგრამა „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.
მე თუ მკითხავთ, ეს ფული იმათ უნდა ამოუღონ ჯიბეებიდან, ვინც ეს ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაყარა უაზრო და, რაც მთავარია, უშედეგო აქციებით”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.