დეპუტატი მიხელ ყაველაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უდიდეს სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას და ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი გარანტი და დამზღვევია.
„ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს. ის უდიდეს სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას და არის ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი გარანტი და დამზღვევი ყველა იმ დარგში სადაც ამის საჭიროება უდგას ქვეყანას. ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს და ახლა მათ რიცხვში შედის წყალტუბოს რეაბილიტაცია. ეს მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე”, – აღნიშნა პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა
“ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს”
29.10.2019 16:21:14

ნანახია: 403 ჯერ