ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“ – ის ეთერში განაცხადა. ირმა ინაშვილის თქმით სინოდმა მეუფე პეტრესთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია.
სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში,“– განაცხადა ირმა ინაშვილმა.