საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელბულ „ფეიკნიუსს“.
„ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და, ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს.
კომენტარები