“ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ის ძალები იდგნენ, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძე ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
“არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან პარლამენტის დისკრედიტაციის უკან. საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები, თუ რა კურსების გამოკვეთა აქვს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას, ვერ შეასუსტებს“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.