მოსკოვის საპასუხო ზომები ბერლინს – რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა და შესაბამისი ნოტა გადასცა. მათ ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვონ.
გერმანიის საგარეო უწყებამ დიპლომატების გაძევებას გაუმართლებელი და შემაშფოთებელი გზავნილი უწოდა. მანამდე გერმანიამ 2 რუსი დიპლომატი გააძევა. მიზეზი ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის სკანდალია. ბერლინის განმარტებით მოსკოვი მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასათანადოდ თანამშრომლობდა.
კომენტარები