საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ევაკუირებულია ასობით მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 25,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ერთ-ერთი ხე ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 70 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ქარის სიჩქარემ საათში 142 კილომეტრს მიაღწია. კუნძულ კორსიკაზე კი კიდევ უფრო ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე 175 კმ/სთ იყო.
კომენტარები