ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ექს მოადგილეს რიკ გეითს 45-დღიანი პატიმრობა, 3-წლიანი პირობითი და 300 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მან ჯარიმის სახით 20 000 დოლარი უნდა გადაიხადოს.
როგორც Deutsche Welle წერს, გეითსმა ბრალი აღიარა იმაში, რომ FBI-ს წარმომადგენლებს ცრუ ჩვენება მისცა და გადასახადების დამალვის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობდა.
კომენტარები